ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ მე ვბრუნდები იქ, საიდანაც ის არასდროს წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობას, უხელმძღვანელოს „ქართულ ოცნებას".
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ განვითარებაში ახალი ფაზა იწყება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ივანიშვილი ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
თბილისის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სათავეში დაბრუნება პარტიის უფრო მეტად გაძლიერებითაა განპირობებული, ხოლო მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თავის საქმიანობას ქვეყნის პრემიერ მინისტრის რანგში განაგრძობს და მისი შეცვლა არ იგეგმება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებას“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს".
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ირიბად აღიარებაა იმის, რომ „არის პრობლემები" და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში დაიწყო კრიზისი, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში რეინტეგრაცია „ობიექტურ აუცილებლობად“ იქცა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას.
საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.