„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხული მოსახლეობის 23% აფასებს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას კი, 22%.
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული თანამდებობა შესაძლოა, დატოვოს, წერს გაზეთი „ახალი თაობა“ და განაგრძობს, რომ მას, სავარაუდოდ თან მიჰყვებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ახალი სახეები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავას ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვების არანაირი შანსი არ არსებობდა და მის ნაბიჯს საპარლამენტო არ ჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით , მიიჩნევს იმად, რომ „შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ“.
პოლიტოლოგი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით „სისუსტე გამოიჩინა“, რადგანაც „მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე“, რაც მისთვის „მომგებიანი“ არ იქნება.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ გამარჯვებულმა კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ დამარცხებულმა დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მთელ რიგ სოფლებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული“.
საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვანსა და ხონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს შედეგებზეც დადებითად აისახება, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.