საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას შეეხო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ხვდება.
„კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არც ერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს, ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული", პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში გააკეთა.
როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მოსკოვის ყოფილი მერისა და ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება, დილის ტურები არიან თუ ღამის მგლები, ჩვენ არ გვეკადრება, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ვაკის პარკში, ე.წ. ღამის მგლების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად საქართველოში, ასე ეხმაურება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერისა და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.