საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, აქ ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებებს შორის“.
მიწის უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია, რითაც „დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინტერესები“.
საქართველოს პრეზიდენტმა ოთხშაბათს, ზუგდიდში კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს თქვა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ ფიქტიურად, ხოლო ხალხს მისი პირდაპირი წესით არჩევის უფლებას ართმევენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ ფორმატში, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სისტემაზე სასაუბროდ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
პროცესი მიდის არა „ბონუსური“ მოდელისკენ, არამედ არსებული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის დატოვებისკენ, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია - სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, აცხადებს დავით უსუფაშვილი.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე ინიციატივით გამოდის.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრს, სენატორ ტომ კოტონს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.