ირანი და საქართველო მდებარეობენ ერთი ცივილიზაციის არეალში, გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო ისტორიული და კულტურული ფაქტორი, ძირძველი კავშირები და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალურ ვიზიტად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან შეხვედრა გამართა.
„უნგრეთის დელეგაციას გთხოვთ, აღიქვათ საქართველო სანდო, მდგრად ქვეყანად, რომელსაც გააჩნია მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რაც არის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი თქვენი ბიზნესაქტივობისთვის. მე მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა", საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.