საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ირანის ისლამურ სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის ოფიციალური ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი ზიგფრიდ ბრაკე მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს, რაც, სიმბოლურად, ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ გამოცხადებულ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს ემთხვევა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2016 წლის ანაგარიში წარუდგინა. როგორც პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ განუცხადა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.