აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებსა და საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას და თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია“.
საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები, აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროზე, განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში განათლება ამოუწურავი რესურსია.
„ევროპის მიმართ შიგნით არსებული სკეპტიციზმისგან განსხვავებული აზრის მოსმენა თუ გსურთ, თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ“, - საგარეო უწყების ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი დაინტერესებულ პირებს ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.
„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“ - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დაარეგისტრირა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.