პოლიტიკა

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში გააკეთა. 

სრულად...

„ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

სრულად...

„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს წევრობისთვის. ეს არ არის ჩვენი განაცხადი, ეს არის დაფიქსირებული როგორც მინისტრების დეკლარაციაში, ასევე ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

სრულად...

საქართველოს 21-22 აპრილს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ეწვევა. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში, დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.

სრულად...

პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში, პირიქით, ეწინააღმდეგება მას, ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას.

სრულად...

ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული - პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა. 

სრულად...

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

სრულად...

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. კომისიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთეს. 

სრულად...

თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი იმართება. შეხვედრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი