საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს V გლობალურ ფორუმში, სახელწოდებით „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი" მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-5 გლობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა - საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს პრეზიდენტი ე.წ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა და ის საკითხები განიხილა, რომელთა აღსრულებმაც ქვეყანაში შესაძლოა, ადამიანის უფლებების დაცვისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებებით პრობლემები შექმნას.
ის ნაბიჯები, რაც იდგმება რუსეთის მხრიდან, ახლა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება, აღნიშნული განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.
ყველაფერი ის, რასაც რუსეთი აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, მიმართულია არამარტო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არამედ, მთლიანად რეგიონის სამხედრო დესტაბილიზაციისკენ, ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მოსკოვის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესის დაიწყებას.
საქართველოს დღეს თურქეთის პრემიერ მინისტრი ეწვევა. ბინალი ილდირიმი რამდენიმე საათით ბათუმში ჩამოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.