ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უნდა იყვნენ ყველა უკლებლივ აღმოჩენილები, უნდა იყვნენ დაკავებულები და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს ძალიან პრინციპული და სამართლიანი სასჯელი, ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრა გამართა თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის რასაც თავად აკეთებ, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი მმართველი გუნდის ბრალდებას, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში გამართული აქცია წინასწარ ორგანიზებული იყო.
ეს არის იაფფასიანი პიარ-კამპანია, რომელსაც აწყობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ასე აფასებს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საჯარო განხილვების მოწყობას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბერლინში ვიზიტისას შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრთან, სტეფან ლოფენთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან: გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა, ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში თათბირზე განაცხადა, რომ „წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა“.
ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობა დაადასტურა, თუმცა მას კონკრეტულად არ უხსენებია აღნიშნული ოპოზიციური პარტიის სახელი და თქვა, რომ ამაზე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.