პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისში “NATO-საქართველოს სწავლება - 2016”-ს დაესწრო, რომელიც NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. 

სრულად...

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები უძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.

სრულად...

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "მნიშვნელოვანს" უწოდებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

სრულად...

სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ტრანსფორმაცია უახლოეს დღეებში მოხდება, განხორციელდება შერწყმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისის სამსახურებრივი კარიერა კი სავარაუდოდ, ელჩის რანგში გაგრძელდება, თუ სად, მინისტრი არ აკონკრეტებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც, სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ მისი სურვილია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ნორმალური პოლიტიკური პროცესი " იყოს.

სრულად...

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დედოფლისწყაროში, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნაზე განაცხადა, რომ ამერიკამ სასაზღვრო ობიექტზე ინვესტირება მოახდინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარების, რასაც ამ მიმართულებით ვაშინგტონი ახორციელებს.

სრულად...

ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნებათ, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი, სერგი კაპანაძე დაიკავებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ახალ პარლამენტშიც დავით ბაქრაძე იქნება.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდრის, გიგა ბოკერიას განცხადებით პარტიაში დაპირისპირება პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რამაც პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე "ხელის ჩაქნევის" გამოცხადება, მით უფრო თვითმმართველობის არჩევნების ფონზე "დიდი შეცდომა" იქნებოდა.

სრულად...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები კომისიის წევრებს ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი