პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელსაც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების პოსტზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ დავიკავო რაიმე თანამდებობა, - წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, "მსჯელობა თითქმის დასრულებულია".
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს "აღმოსავლთ პარტნიორობის" წევრებთან ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას "ძალიან მალე" ელოდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგების შესაჯამებლად, ცეკო 16 ნოემბრისთვის იქნება მზად.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.