რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიჟო რეჟიმი გააუქმოს. ამის თაობაზე კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს ბოლო ნაწილში, რომელიც 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, ისაუბრა.
პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პირების კანდიდატურები განიხილება. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, თუ ვინ დაინიშნება ამ თუ იმ თანამდებობაზე, ამ დროისთვის კონკრეტული პასუხები არ არსებობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა.
ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის რამდენიმე სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ცვლილება უტოპიურია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე და გიორგი კახიანი იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.