“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივანს, სერგო რატიანს საგანგებო განცხადებით პასუხობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. პარტიის ოფისში იმყოფება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი.
ახლა მე უსუფაშვილმა ვთქვა, რომ ხალხო მე ერთ წელიწადში მერობის კანდიდატობას ვაპირებ, ორ წელიწადში პრეზიდენტობას, მერე პრემიერობას, არ იქნება და აბა მითხარით ვინ ხართ მზად რომ დამიდგეთ გვერდში, არ არის სერიოზული, - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
"რესპუბლიკური პარტია" ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა დატოვეს. ხმალაძე პარტიიდან წასვლის მიზეზად გუნდის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც, მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, პარლამენტის პირველ სხდომას მოიწვევს, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს.
ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მით უმეტეს, ასეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის „ქართული ოცნება, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
ჩემი აზრით, არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.