"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობის შეცვლის შესახებ კულუარული საუბრები მიმდინარეობდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირაკლი ალასანიას უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მშვიდად და ძალიან მაღალი თავისუფლების ხარისხით, ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩავატაროთ ყველა მეორე ტური, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე თანამშრომლობას მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამორიცხავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებზე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დაისაჯნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისის მერი დავით ნარმანია საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ შერეულ სისტემას არ გააუქმებს.
ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის ეთერში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.