„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომრის, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დატოვება ერთი-ერთზე პარლამენტში არ შეიძლება.
საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრთან, კაშკარ ჯუნუშალიევთან და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრთან, კუბატბეკ ბორონოვთან ურთიერთგაგების სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრები პრემიერ მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, უარყოფს.
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ოფისში ბლოკში შემავალი პარტიები შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბლოკში შემავალი პოლიტიკური ძალების ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრა შეეხება ბლოკის სამომავლო გეგმებს.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული კრიზისია.
საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება, გარდა მავნებლური პოლიტიკისა, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.