ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მარკ გრინი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა მშვიდ გარემოში ჩატარდა და ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოქტომბერი, 15:30 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხობის #64 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 15:30 საათი) 47 საარჩევნო უბნიდან 46 უბნის შედეგები უკვე დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, (9 ოქტომბერი, 15:00 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემებით, ქუთაისში ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამ დროის მონაცემებით (9 ოქტომბერი, 14:35 საათი) ვანისა და ხონის #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს. მას 59.13% მხარდაჭერა აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოქტომბერი, 14:00 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამ დროის მონაცემებით (9 ოქტომბერი, 14:15 საათი) თეთრიწყაროს #32 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი ლიდერობს. მას 54.77% მხარდაჭერა აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 702 საარჩევნო უბნიდან 3 056 საარჩევნო უბანზე პოლიტიკური ძალების მიერ მიღებული ხმების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 5% აქვს მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.