ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 49.87%-ით ლიდერობს. აღნიშნული შედეგი საბოლოოა, რადგან არსებული 37 უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალციხის მერის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი 45.98%-ით ლიდერობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ გაბუნია ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 45.28% –ის მხარდაჭერა აქვს მიღებული, თუმცა ეს საბოლოო შედეგი არ არის, რადგან 65 უბნიდან ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 19:10 საათი) დათვლილია 63 უბნის მონაცემები და დარჩენილია მხოლოდ 2 უბნის შედეგების გამოქვეყნება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3680 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.
ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 18:20 საათი) ნინოწმინდის და ახალქალაქის #46 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 89 უბნიდან შედეგები 88 უბანზეა დათვლილი და მხოლოდ ერთი უბნის მონაცემები არ არის გამოქვეყნებული.
რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე, თვლის, რომ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნები გაყალბდა. "იმ ინფორმაციით, რაც მაქვს მეც და საზოგადოებასაც, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა", – აღნიშნა ხმალაძემ.
ცესკო ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, (9 ოქტომბერი, 17:00 საათი) თბილისის მაჟორიტარული ოლქების შედეგებს აქვეყნებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, (9 ოქტომბერი, 16:50 საათი) გლდანის #21 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან 18-ში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ოლქებში არსებული ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოტქომბერი, 16:20 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.