ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა.
ეს არჩევნები იმ მილიარდერ ივანიშვილს აქვს წაგებული, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის, - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დამარცხება აღიაროს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას ცდილობს, ძალიან მკაცრად დაისჯება.
მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტებმა მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქი დაარბიეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა გლდანის 74-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.