პოლიტიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და „ქართული ოცნების“ ზეიმი ნაადრევია.

სრულად...

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ეგზიტ პოლების ჩვეულებრივი ომი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. შესაბამისად, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი თავის ეგზიტ პოლში გვიმტკიცებდა, რომ 70%-ით იმარჯვებდა და მოუგო ბიძინა ივანიშვილმა. დღესაც ორივე სუბიექტმა შეუკვეთა საკუთარი გემოვნებისა და ხედვის და იმედების ეგზიტ პოლი და დაწერეს ის, რაც უნდოდათ ამ ეტაპზე", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

სრულად...

ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა  ზუგიდის 66-ე ოლქში 34.5% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორიამ კი  - - 58.4%.

სრულად...

ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ვიფიქროთ, რომ გავუსწრებთ ძალიან ბევრ ოლქში "ქართულ ოცნებას" და მოვიპოვებთ გამარჯვებას და მეორე ტურში დავამარცხებთ მათ - ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, - ასე ეხმაურება ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

სრულად...

4 ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და  აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

სრულად...

მე ვეუბნები ხელისუფლებას - ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქრონ, თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ამ ხელისუფლებას, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს, - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ეგზიტ პოლის პირველად შედეგებთან დაკავშირებით.

სრულად...

გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ეგზიტ პოლის შედეგებს დავით ბაქრაძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა.

სრულად...

ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული - გილოცავთ, - ასე მიმართა მხარდამჭერებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

სრულად...

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე GFK-ს მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტ პოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

სრულად...

გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი