„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ უთხრა, "ქვეყანაში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობა".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საარჩევო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ახლა "არჩევანი გასაკეთებელია უფრო იმის შესახებ, რა გვინდა, და ვინ გვინდა".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 08:30 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე მისცა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ ხმა " მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს" მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საქართველოში სულ 3 645 საარჩევნო უბანი (11 გამონაკლის შემთხვევაში) მოქმედებს, 55 საარჩევნო უბანი კი - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ოთხი სამაუწყებლო კომპანია - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS–ი დღეს, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებს.
დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გარდა, რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.