საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტს რუმინეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მომავალში მისი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს, მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - კახა კალაძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა ამას ამომრჩეველი წყვეტს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რუსთავი2“-ის ეთერში, 6 პოლიტიკურ პარტიას შორის დაგეგმილი პოლიტიკური დებატები აღარ შედგება იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.