დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.
დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, - აღნიშნულია წინასაარჩევნო მიმართვაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა. საუბარი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა „სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ“ ბრძანება გამოსცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გაერთიანებული დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
დიდი მადლობა, რომ აქამდე მოხვედით; დიდი მადლობა, რომ ავიტანეთ ეს დიდი შეურაცხყოფა, რომ ავიტანეთ ეს დიდი ღალატი რაც უკვე განვიცადეთ. ავიტანეთ ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ბევრი ყოფილა საქართველოში, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ უფრო მეტია ადამიანები, ვინც თავს გაწირავს საქართველოს კეთილდღეობისთვის, - პაატა ბურჭულაძე.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.