პოლიტიკა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ პირველ ადგილზე პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევია გასული. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, გაგლოევს ამომრჩეველთა 10 705 ხმა აქვს მიღებული, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს 999 ხმით ნაკლები - 9 706 ხმა. მესამე ადგილზე ალექსანდრე პლიევია გასული - 3 434 ხმით, მეოთხეზე გარი მულდაროვი - 2 592 ხმით, დიმიტრი ტასოევს კი 822 ხმა აქვს მიღებული, ყველას წინააღმდეგ 0,6%-მა მისცა ხმა.

სრულად...

ვიცი, რომ დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც; ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ღარიბაშვილით აღშფოთებას თუ სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებას თავი დაანებეთ და ნუ შეგყავთ ხალხი კიდევ ერთხელ შეცდომაში. ივანიშვილია მათ უკან მიმალული და აღმართული სატევარით საქართველოზე, - მიმართავს მასმედიას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

სრულად...

ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს“, - ამის შესახებ განცხადებას საქართვლოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

სრულად...

9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი