საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე წევრობის განაცხადი და კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო.
GUARDIAN.GE - მე პირადად არ მწამს ამ ოპოზიციის, რომ ამათგან რამე გამოვა, შესაბამისად, ჩვენ აქცენტი აღებული გვაქვს საერთაშორისო მუშაობაზე - იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს სანქციები, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას ის მილიარდიანი ქონება, რის შემდეგაც რეჟიმი ავტომატურად ჩამოემხობა და მივიღებთ ახალ არჩევნებს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინშეხვედრა გამართა.
მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
„ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც ზოგიერთი თავისი თანაპარტიელისაგან განსხვავებით, თავიდანვე საპარლამენტო მუშაობის მომხრე იყო.
ხელისუფლებავ! საკუთარი თავის მტრები ხართ თუ სრული იდიოტები???!!! რას აკეთებთ, თუ გესმით როგორ უმძიმეს პოლიტიკურ და მორალურ შეცდომას უშვებთ, რაც უწინარესად, სწორედ ნაცების ინტერესებში შედის???!!! კობახიძე, შე პოლიტიკურად ბეცო და უმეცარო, პოლიტიკა იურისპრუდენცია არ არის, სადაც კანონის აღსრულებაა მთავარი, "ცივსისხლიანად", ყოველგვარი განცდების და ემოციების გარეშე!!!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან.
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება. ეს ამბავი მათ იმ მებრძოლებმა ჩამოუტანეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიწვიეს უკრაინაში, ადგილზე კი ბრძოლაზე უარი თქვეს და უკან ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.