საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და მინდა ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას - ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
რთულია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ეს აქაა. ჩვენ მასში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" წერს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ახლა ვის გინდათ დაუმტკიცოთ მსოფლიოში, რომ 70 პროცენტი ხმების ოქმებში დამწერი ხელისუფლება ნდობადაკარგულია? - ასე მიმართავს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ე.წ. ოპოზიციას“.
ჩვენ გვახარებს გუშინდელი შედეგი ბათუმში. ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა დამაჯერებლად, 70% აიღო და მინდა მას მივულოცო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, მინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, პირიქით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც, მე ყოველთვის ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, რუსთავისა და გარდაბნის მე-12 საარჩევნო ოლქში 121-ივე უბნის ხმებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.