ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხირდან ბრალდებები უხერხულია.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის ჩაშლას და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას ეხმაურება. დოლიძის განცხადებით, აღნიშნული "იმაზე მეტყველებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკურ ძალებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ".
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინათ დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის ჩაშლის გამო, ქუთაისში ჩასულ პირებსა და ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ "8 ოქტომბერს ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს”.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.
ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მხარდაჭერად აფასებს საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე საქართველოშია.
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გააქტიურება "თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო არ გახლავთ" და ის "რაღაც აუცილებლობამ გამოიწვია".
პარლამენტის პლენარული სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო, ამ დრომდე ვერ იწყება. სესია 13.00 საათისთვის იყო ჩანიშნული. პარლამენტში ამ დროისთვის სულ 14 დეპუტატი იმყოფება, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში არიან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.