საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი კვირას, 7 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
"მოვუწოდებ ხაშურს, ვეტო დაადოს ვალერი გელაშვილის კანდიდატურას", - აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვლმა ხაშურში გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
ნატო-სკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„კორდონები და დაცვები არ არის საჭირო ხალხთან ურთიერთობისას,“ - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტს.
"სამწუხაროდ, პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ", - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მედია მდივანმა, ირმა ნადირაშვილმა ივა ჩიღვინაძის პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვის თაობაზე გააკეთა.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილი იტყუებოდა, - აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით გააკეთა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. ბრძანებას ბარციცის დანიშვნის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა.
ტრისტან წითელაშვილის თემა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ სპეციალურად წამოწეული თემაა, - აღნიშნული განცხადება წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება. „სპუტნიკ ასეტიას“ ცნობით, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.