ჩვენ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვალთ და იმის მიუხედავად, ქორწინების თემაზე რეფერენდუმი ჩატარდება თუ არა, საკონსტიტუციო პროექტს კენჭს ვუყრით, -აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი სესიაშვილი.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზესტაფონის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ზურაბ ბუცხრიკიძე წარადგინა.
პარლამენტის ბიუროს სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე კანონპროექტის მხარდასაჭერად, საინიციატივო ჯგუფმა დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით, ხელმოწერები წარუდგინა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია ერქვა, კრახით დასრულდა, - მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტთან ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, აღარ შედგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.
"გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი ან უცხო ქვეყნის გარკვეული წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა", - სანდრო ბრეგაძე.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ასაკით პენსიონერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმა ”მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ეფუძნება.
პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“, რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.