რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტია „საქართველოსთვის“ წევრის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს და გინდათ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის" წევრი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიწვევა მიიღო.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მორჩა ჯოანას შეხვდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და კომიტეტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.