„ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დღეს მიმდინარე მოვლების ფონზე გერმანიის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ პროეცირდება უკრაინაზე, საქართველოზე და ა.შ. ( სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე), განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი, როგორიც არის უახლესი ისტორია, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, დღევანდელი მსოფლიოს აღქმა, მოსახლეობის განწყობები და პარტიული პოლიტიკა.
„2002 წელი, „ესენგეს“ წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი შეკრება. უყურეთ და ყურადღებით მოუსმინეთ, როგორი ღირსეული პასუხი გასცა შევარდნაძემ კაცთმოძულე პუტინს! მისხალი არ შეარჩინა და ბოლოში მადლობაც აქეთ მოახდევინა!“ - აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს და The Eduard Shevardnadze Center-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს აზიარებს, სადაც დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკში ჩასული საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ღია ცისქვეშ მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დიპლომატიურად პასუხობს.
დღეს შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა და რომელმაც „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაცია“ მიიღო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევის თემაზე კომენტირებისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ ურთიერთობებში.
„გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა.
„სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი, ვადააფეთქებული 30 წლის წინათ ფორმირებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება, გამონთავისუფლებული მილიონები მოხმარდეს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და მათ გაადარჩენას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
არ ვიცი, რა „მიზეზით“ ავხსნა ისეთი აბსურდული, უტიფარი, ბრიყვული "მოთხოვნები", რომლებიც რუსეთმა წაუყენა დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს და ნატო-ს, გარდა ერთისა, - ზებგერითი ბირთვული რაკეტებით მათი დაშანტაჟებისა, - რომლებიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს - "ჯერჯერობით" არა აქვთ შეიარაღებაში! ეტყობა, ამით "ისარგებლა" პრეზიდენტ-პოლკოვნიკმა პუტინმა და იაფფასიანი შანტაჟის გზით სურს - "ვიდეო კასეტასავით უკან გადაახვიოს" მსოფლიოს ისტორიული მოვლენების უკანასკნელი 25 წლიანი პერიოდი!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.