მოსკოვში, საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის და რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 6 საათს გაგრძელდა! ამის შემდეგ, ორივემ პრეს-კონფერენციაზე ფრანგი და რუსი ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, - 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიო ნორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის.
პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ ვითარდება ჰოლივუდის იაფფასიანი ჰეროიკული ფილმის სცენარი, როდესაც ამერიკისა და რუსეთის ლიდერები საბოლოოდ გულისამაჩუყებელ გონივრულობას იჩენენ და პლანეტას მასშტაბური ომისაგან იხსნიან. ბუნებრივია ყველაზე მაგარი გმირი ამერიკის ბრძენი პრეზიდენტი იქნება; არადა, ფილმის დასაწყისში ამ პრეზიდენტის პოპულარობა მკვეთრად შერყეული იყო. რა ეკუთვნის ამერიკის ასეთ პრეზიდენტს? ცხადია ნობელის პრემია მშვიდობის დარგში; მისი პრესტიჟი აღდგენილია. ვაშა და ვაშა!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შალვა ნათელაშვილს, ბადრი ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.
ომის ზღვარზე მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სადავო ქართული რეზოლუციის ფონზე, დღის წესრიგში დგება „ქართული ოცნების“ შიშებზე აგებული პოლიტიკის ანალიზი.
ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ გააქტიურება შავ ზღვაზე - ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა, რასაც მთელი ევროპული და დასავლური სამყარო მოლაპარაკებებითა და მცდელობებით პასუხობს, რათა დარეგულირდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან.
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ მედიასაშუალებები მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდნენ.
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.