"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს", - აღნიშნული განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გააკეთა.
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ყრილობისთვის ემზადება. მოძრაობის ცნობით, დღეს პარტიის ხელმძღვანელობის დამტკიცება მოხდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ”რესპუბლიკური პარტიის" წევრს თამარ კორძაიას მოუწოდებს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე კომენტირებისას უფრო კორექტული იყოს.
ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქორწინების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დეპუტატი თამაზ მეჭიაური ეხმიანება.
დეპუტატი, თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს იმის თაობაზე, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.
მინდა, ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მკთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.