წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ ამით მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტი ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ხურჩაში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს.
„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურისგან კატეგორიულად მოითხოვა აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ დამნაშავე პირთა გამოვლენა-დასჯის მიზნით, რომლებიც მონაწილეობდნენ 2011 წლის 25 მაისის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასტიკ დარბევასა და მკვლელობაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს, - პარტიის სახელით, აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, სერგო რატიანმა გააკეთა.
"რამდენიმე თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერანაირად ვერ მოხერხდა სესიაზე მათი საკითხის განხილვა" - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახი კალაძემ აიღოს.
ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, ”იმ დღეს ვითარება კალაძეს მიყავდა”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.