სახალხო დამცველი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებსა და საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, არ დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც, მისი თქმით, უნდა მოიცავდეს როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადოდ ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.
„ბიძინა ივანიშვილს პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებს" - აღნიშნული განცხადება უმცირესობის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასა და აუქციონზე გატანილ 29 ჰექტართან დაკავშრებით გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე და ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილს უსიტყვოდ ემორჩილება" - აღნიშნული განცხადება "ნაციობალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან. ეს ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი IRI-ის კვლევებში, იმ ადამიანების რიცხვის ზრდას, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ”მთავრობის უნიათობას” უკავშირებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, 52 % კი ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავე დროს რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩნოს. 11 % აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა გააჩნდეს, თუმცა, ამავე დროს დასავლეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხოლო 4 % ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მიმართაა. ბურჭულაძეს აღნიშნულ რეიტინგში 75 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.