საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.
მმართველი ძალის რეიტინგის დაცემას ხელს უწყობს ის, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნება”, პრაქტიკულად, დაიშალა, - განაცხადა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას.
”აღდგომა და ხვალეო”, აგერ, იქნება არჩევნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ IRI-ის კვლევების შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
აბაშიძემ განმარტა ისიც, რომ პირადად ის აღნიშნული კვლევის შედეგებისადმი ”პესიმისტურადაა განწყობილი”.
თამაზ მეჭიაური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ IRI და NDI ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”.
დეპუტატის აზრით, ”არის მცდელობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს, მოხდეს არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება”.
დემოკრატიული და პრინციპული გადაწყვეტილებით, ამ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
აშკარაა, რომ უმრავლესობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად მზად არის, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ზურაბ აბაშიძემ.
"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, იმის მიუხედავად, რომ ის არის ბევრ ქვეყანაში, არ იძლევა შესაძლებლობას ადეკვატურად იყოს ასახული ამომრჩევლის ნება" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან შემეჯამებელი შეხვედრა გამართა.
თბილისის მერია საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, კარლო ლაფერაძის გამოუცხადებლობის მიზეზს განმარტავს.
”ქართული ოცნება” იცავს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, რადგან პარლამენტში მანდატების განაწილებისას უპირატესობის მიღება სურს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა კაციტაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.