გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვას შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტს ჟოზეფ დოლის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართვა გაუგზავნეს.
დღეს 12:00 დაანონსებულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25 წლის წინ, 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ორიენტაცია პირველ რიგში, სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებობს პროცედურა გრძელდება და იქნება პოზიტიური.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთი საერთაშორისო სისტემის ნორმების და წესების იგნორირებას ახდენს, რაც, რასაკვირველია, საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს ყველა ჩვენგანისთვის, - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე
საქართველოში ჩვენ ვხედავთ ოკუპაციას, იგივე გამოწვევებია უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ,ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრაზე მსოფლიოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.