"რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს, ცუდი ენით, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს" - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტად საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა.
„ბრმა უნდა იყო ვერ ხედავდე, რომ მასიურად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე, პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე" - ამის შესახებ "რუსთავი-2"-თან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებს უკავშირდება.
"ნამდვილად არ ვაპირებთ თანამდებობიდან წასვლას არც მე და არც სხვა რომელიმე "რესპუბლიკელი" მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ" - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი-2"-თან საუბრისას გააკეთა.
დღეს "რესპუბლიკელებთან" ჩვეულებრივ კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
"თუ ივანიშვილი მორიგი მასშტაბის მავნებლობას არ ჩაიდენს, უვიზო მიმოსვლას მივიღებთ" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
"დღეს "ქართული ოცნების" რეპუტაცია არის შელახული. არსებობს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
"ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ" - ასე პასუხობს დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის ფარულ კადრებთან დაკავშირებული განცხადებებით დაინტერესდნენ.
რაღაც პროცესები ფაქტია, რომ მიდის, - აღნიშნული კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ "რესპუბლიკური პარტიის" მიერ კოალიცია "ქართული ოცნების შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.