პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან, კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება.

სრულად...

"მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი," - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ  პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სრულად...

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს სხვადახვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გააუქმებს.

სრულად...

უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის პრაღაში დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომლის მიხედვითაც "დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა".

სრულად...

დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, -აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.

სრულად...

დეპუტატ ლუკა კურტანიძის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაპირისპირებისას უმრავლესობის დეპუტატები კარლო კოპალიანი და ომარ ნიშნიანიძე აქტიურობდნენ.

სრულად...

უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ  ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელებეული ფარული ვიდეო ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს მომზადებული და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ამის გადაბრალება ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი