"ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, ასეთია ჩვენი მიდგომა," -აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში მორიგი შეხვედრის წინ, რომელიც დღეს გაიმართება.
ელჩების სამუშაო ჯგუფი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც ამერიკის მთავრობამ და ხალხმა შეიტანა იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ მიაღწია - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან ერთობლივი განცხადების ფორმატში გააკეთა.
"იმედი მაქვს, რომ საქართველოს ივნისში ან ცოტა უფრო მოგვიანებით ვეწვევი“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საქართველო შეძრა ორი ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოების გავრცელებამ, სადაც ნაჩვენები იყო ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები," ამის თაობაზე ბრიტანული "გარდიანი" წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი ოქტომბერში მოსალოდნელი არჩევნების წინ დაშინების კამპანიად მიიჩნიეს.
კარგია "სოდი", "კუდი" და ფარული მოსმენები და ათასი უბედურება არ მიგვეღო ჩვენ მემკვიდრეობით, ეს იქნებოდა გაცილებით უკეთესი, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" იმ საკანონმდებლო ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება და რეფორმირება უნდა მოხდეს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ "დღეს კანონით "ოდეერი" არ არსებობს".
საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებზე მუშაობის პირველი ეტაპი. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, გარდა ქალაქ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის.
ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია ფარული ჩანაწერების მასალების გავრცელებაში, ხოლო ვინ დგას მის უკან, გამოძიება დაადგენს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააკეთა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" მოაწერეს ხელი.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იან წლებში, ეს ჰგავს რუსულ 90-იანებს, როდესც ოლიგარქები საზოგადოებას ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებითა და შანტაჟით“ - სერგო რატიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.