საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით რეგიონებში მნიშვნელოვანი კამპანიის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 55-ე სხდომაზე განაცხადა.
არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს და პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.
ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნუკრი ქანთარიას განცხადებას.
თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშით წარდგომა მნიშვნელოვანია, რათა კითხვებზე პასუხის გაცემა მოხდეს.
“არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილების პირობა არ მიუცია.
"მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.