თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემრულებელი თინა ხიდაშელი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.
ჯანმრთელობის, შრომისა და სოცილაური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ორი დღის ვადა ითხოვა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარსადგენად.
პრემიერ მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა თ.ხიდაშელმა "ყელმოღერებულმა" განაცხდა, – ალბათ, ირაკლიმ ჩათვალა, რომ ახალი სისხლია საჭირო, რათა შემდგომი ცვლილებები გაატაროს ხელისუფლებამო!
„ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება. მისთვის გაუგებარია, რატომ არ განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან წასვლის მიზეზი.
კოალიცია "ქართული ოცნება" გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მამუკა არეშიძის კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
თბილისის მერი დავით ნარმანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. როგორც დღეს მან განაცხადა, არაფერი იცის იმის თაობაზე, რომ საკრებულო მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებდეს.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილს დაამტკიცებს და ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს ამოცანებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი 14:00 საათზე ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში განცხადებას გააკეთებს.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ნდობის გამოცხადებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეეცდება მაქსიმალურად დაიხარჯოს მომავლი საქმიანობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.