საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია 18:00 საათზე გაიმართება.
რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ მას საჯაროდ ასადისადმი მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული და მისი ბედის სირიის ხალხის მიერ გადაწყვეტის მომხრეა, დასავლეთის ლიდერებთან მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი არ გამოხატავს პროტესტს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ბაშარ ალ-ასადმა თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, სავარაუდოდ, დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გამოქვეყნდება.
ახალ მაჟორიტარულ ოლქებს სახელი აღარ დაექმევა – მათ მხოლოდ ნომერი მიენიჭება. ამის შესახებ განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს. ვასაძე ამბობს, რომ "ყველანაირი ლიბერალიზაცია ცუდია, მაგრამ ვიზების გამარტივება არის ძალიან კარგი".
”სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია ისევ გადაიდო.
პარლამენტში, პლენარულ სესიაზე საარჩევნო კოდექსის განხილვისას დეპუტატები გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის უთანხმოება კობა სუბელიანის მიერ საარჩევნო კოდექსის კრიტიკას მოჰყვა.
"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივნი პაატა ჯიბლაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუს-ი ალეკო ელისაშვილის ცემას გეგმავს. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.