უკრაინისა და საქართველოს შესახებ ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიამ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ევროკომისიის საექსპერტო ჯგუფმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი კანონის შეფასება ვერ მოასწრო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპული სიმართლე" წერს.
ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარ ფიგურანტ ნუგზარ ბოჭორიშვილს რესპუბლიკურ პარტიასთან შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა და პარტიას მისი შეწყალება არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია.
გამოძიებისას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება. მომავალი წლის 20 თებერვლამდე დაკითხვის დღეს არსებული წესი იმოქმედებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ლატვიელმა დიპლომატმა გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
გუშინ ევროკავშირში სატელეფონო საუბრები მქონდა და გეტყვით, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენთან მიმართებაში, არავითარი პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არ არის დაკავშირებული, - გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.