უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს როგორ ესვრის წყლით სავსე ჭიქას ავაკოვი სააკაშვილს.
ყოფილმა პრემიერმა, კოალიციის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ თქვა და გუშინაც გაიმეორა, რომ წინასაარჩევნო პროცესში იქნება კოალიციასთან ერთად, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა და დააკონკრეტა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე „ბი-ბი-სი“ სტატიას აქვეყნებს.
ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის გადადებას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებენ საქართველოში აკრიდიტებული ელჩები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო.
ე. წ. შეწყალების შეახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი. პროკურატურის განცხადებამ ელისაშვილის ტელეფონში შეტყობინებების არარასებობის შესახებ მას ძველი იტალიური კინოები გაახსენა.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რეფორმების ნაციონალურ საბჭოზე შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს „სამარცხვინოს“ უწოდებს.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა .
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზეც ისაუბრებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.