ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.
პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით“ განმარტება გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს არა პარლამენტის დატოვების, არამედ ბოიკოტისაკენ მოუწოდა.
არავითარი ვალდებულება არ გვაქვს ჩვენ, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტირებისას და დაამატა, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ“.
მეორე ტურის შემდეგ, უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და სწორედ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს, ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.
სომხეთში ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები, - აცხადებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წერილიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო მედიას.
თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.