პოლიტიკა

ჟურნალისტი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები:

სრულად...

წალენჯიხის მუნციპალიტეტის მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ხარჩილავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ (ვერ) დაესწრება „დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა მიზეზებთან ერთად, შეხვედრაზე მიუსვლელობას იმით ხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომა“ გამოიჩინა და ამასთან, „მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისი“ არ არის.

სრულად...

„დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ში წერს.

სრულად...

„მითხარით, მცხეთაში მილიონობით ლარის ქონება როგორ შეიძინე?“ - ლევან ხაბეიშვილი თემურ კუპატაძეს დაუპირისპირდა

სრულად...

სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის და მისი ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების პირობებშიც კი, შეიძლება ობიექტურად თუ სუბიექტურად მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურად მუშაობისათვის და ზოგადად, სახელმწიფოში შექმნის დესტაბილიზაციის და უმართავი პროცესების განვითარების საშიშროებას!

სრულად...

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

სრულად...

ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, - განაცახდა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.

სრულად...

მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

რაც დღეს ხდება ექსპრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არაა სამართალთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი