პოლიტიკა

ძალიან ბევრია საბრძოლველი ბოლო დღეებში, მაგრამ ახლა მინდა მთავარი გითხრათ, არც მეტი და არც ნაკლები ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე და თანამებრძოლებს ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

სრულად...

კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%), – განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

სრულად...

გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება,

სრულად...

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

სრულად...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები კი, ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან.

სრულად...

ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მთაწმინდაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხმა მისცა მრავალფეროვნებასა და ცვლილებას.

სრულად...

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება, საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

სრულად...

გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს და დაამატა, რომ როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი