საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა შავ სიაში 11 ფიზიკური პირი და 15 იურიდიული კომპანია დაამატა, რომელთა შორის ნავთობ კომპანიები, სამხედრო კონცერნები და ბანკები მოხვდა.
"ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ ხელისუფლებაში!)"! -
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს.
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ, მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა და ამ დრომდე მოვალეობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსად პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით დამტკიცებული ვახტანგ გომელაური ასრულებს.
ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემთხვევაში ის წელიწადში 55 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს მიიღებს. ეს მონაცემები აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუიმ გაავრცელა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მატოხელა პენსიონერების ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენა შეცდომა იყო, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისი ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, - ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.