პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ლიტვის პეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის დადებით ძვრებს ელოდება. ამის შესახებ მან რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეორე დღეს განაცხადა.
ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
გერმანია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კუბაში გამგზავრების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, - ამის შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.